TuttoJuve

Juve per sempre sarà

რავანელი:“ იუვენტუსში ყოფნა უდიდესი პატივი და პრივილეგიაა“

იუვენტუსის ლეგენდამ ფაბიო რავანელიმ ვლაჰოვიჩსა და ბრემერს ტურინში დარჩენისკენ მოუწოდა.

„იუვენტუსი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გუნდია, ამ მაისურის ტარება ნებისმიერი ფეხბურთელისთვის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა, იუვეს დატოვება კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რომელსაც ახლაც ვნანობ.

„ვლაჰოვიჩისა და ბრემერის მსგავს ფეხბურთელებს ვურჩევ, იუვენტუსში დარჩნენ, გუნდის ლიდერები გახდნენ და ამ ხანგრძლივი ისტორიის შემდეგი გვერდები დაწერონ.“

რავანელი იუვენტუსში 1992-96 წლებში თამაშობდა. მან ტურინული გრანდის რიგებში 160 მატჩი ჩაატარა, 69 გოლი გაიტანა და 31 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)