TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩი ატლეტიკოს შესთავაზეს

დუშან ვლაჰოვიჩის აგენტმა კლიენტისთვის ახალი გუნდის ძიება აქტიურად დაიწყო.

იმის მიუხედავად, რომ სერბის პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა, მხარეებს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება ვერ ხერხდება და მისი ტურინიდან უფასოდ წასვლის შანსი სულ უფრო იზრდება.

ნიკოლო სკირას ცნობით, ვლაჰოვიჩის წარმომადგენელი ატლეტიკოს შეხვდა და დუშანის სამსახური შესთავაზა. ატლეტიკოს გარდა, ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს ბაიერნი, ბარსელონა და მილანი იჩენენ.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)