ილდისი:“ ჩვენ არსებული წნეხი არ გვაშინებს“
კენან ილდისი იუვენტუსის ახალი მაისურის პრეზენტაციას დაესწრო და ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„2 უმნიშვნელოვანესი მატჩი ? რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეული წნეხის ქვეშ ვართ და ამას ვგრძნობთ, მაგრამ ეს არ გვაშინებს. ჩვენ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ და მწვრთნელთან ერთად ჩვენი საქმის გასაკეთებლად მზად ვართ.
„ეს გრძელი და რთული სეზონი იყო, მაგრამ ჯერ დასრულებული არაფერია, წინ კიდევ 2 უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველოდება და კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ.
„არის თუ არა ჩვენი მიზანი სეზონის მეორე ადგილზე დასრულება ? ამ მომენტისთვის მეორე ადგილი ჩვენი მაქსიმუმია და რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ, თუმცა იუვენტუსისთვის მეორე ადგილი დამაკმაყოფილებელი შედეგი არ არის.
„მუხლი ? ამ თემაზე კამერების წინ საუბარი არ მინდა. მე გარკვეული პრობლემა მქონდა, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ.
„იუვენტუსის პროგრესი ? დიახ, ჩვენ სულ უფრო ვძლიერდებით და მინდა, რომ იუვენტუსის პროგრესში ჩემი წვლილი შევიტანო და მოედანზე 100 პროცენტით დავიხარჯო.
„ჩემი მომავალი იუვენტუსში ? რა თქმა უნდა, იუვენტუსი ჩემს გულშია და გუნდის წარმატებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
