სილვამ იუვენტუსის თაობაზე რონალდუსა და დანილოს დაურეკა…
ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ცნობით, ბერნარდო სილვა იუვენტუსის წინადადების მიღებას გეგმავს.
წყაროს ცნობით, პორტუგალიელი ფეხბურთელი ტურინული გრანდის ყოფილ წევრებს კრიშტიანო რონალდუსა და დანილოს დაუკავშირდა, მათ გუნდისა და ქალაქის შესახებ ინფორმაციის გაზიარება სთხოვა.
გამოცემის ინფორმაციით, სილვას მიმართ არსებული დიდი ინტერესის მიუხედავად, იუვენტუსი გამოკვეთილი ფავორიტია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
