ვლაჰოვიჩის პრიორიტეტი იუვენტუსია, თუმცა…
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, დუშან ვლაჰოვიჩის პრიორიტეტად კარიერის იუვენტუსში გაგრძელება რჩება.
წყაროს ცნობით, გუნდსა და სერბ ფეხბურთელს შორის კარგი ურთიერთობაა, ლუჩიანო სპალეტი კი დუშანს იუვენტუსის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მოიაზრებს და მის შენარჩუნებას ითხოვს.
დი მარციოს ინფორმაციით, მთავარი პრობლემა კვლავ ფეხბურთელის ხელფასი და აგენტის საკომისიოა. ამ მომენტისთვის შეთანხმება არ არსებობს, მაგრამ მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
