იუვე ჯეკსონის იჯარით გაფორმებას ეცდება
იუვენტუსი ჩელსის ფორვარდის ნიკოლას ჯეკსონის ტრანსფერით ინტერესდება.
ჯეკსონი მიმდინარე სეზონში ბაიერნში იჯარის წესით თამაშობს, თუმცა გერმანული გრანდი ფეხბურთელის გამოსყიდვას არ აპირებს და ის ზაფხულში ჩელსიში დაბრუნდება.
ჯეკსონი თავის მხრივ არც ჩელსის გეგმებში შედის, ამიტომ მის გაშვებას გეგმავს. გამოცემა BILD-ის ცნობით, ტურინული გრანდი ფეხბურთელის იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
