TuttoJuve

Juve per sempre sarà

რეალის ინტერესი ილდისის მიმართ სერიოზულია

Tuttosport-ის ინფორმაციით, რეალი კენან ილდისის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება.

წყაროს ცნობით, რეალის ხელმძღვანელობამ იცის, რომ ამ ეტაპზე ტურინული გრანდი თურქის გაშვებას არც კი განიხილავს, მაგრამ რეალს სურს, რომ როგორც ილდისთან, ასევე იუვენტუსთან ამ თემაზე მოლაპარაკებები დაიწყოს და მომავალში მისი გუნდიდან წასვლის შემთხვევაში ფავორიტი იყოს.

იუვენტუსი თავის მხრივ ილდისის თაობაზე მიღებული წინადადებების განხილვასაც არ აპირებს, რადგან თურქი გუნდის პროექტის მთავარი ფიგურაა.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)