TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსმა დევიდის გაყიდვაზე მუშაობა დაიწყო

იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჯონათან დევიდის გაყიდვას ეცდება.

კანადელი ფეხბურთელი ლუჩიანო სპალეტის გეგმებში არ შედის და Tuttomercato-ს ცნობით, ტურინულმა გრანდმა მის პოტენციურ მსურველებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

დევიდს მსურველები მრავლად ჰყავს, მაგრამ პრობლემა მისი მაღალი ხელფასი – 6 მილიონი ევროა, რაც გუნდებს შორის მოლაპარაკებებს ართულებს.

იუვენტუსს კანადელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20-25 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)