TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსს ლიგის საგზურის გაფორმება მომდევნო ტურში შეეძლება

სერია ა-ს დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა აქტიურად გრძელდება.

გასულ ტურში ლეჩეს დამარცხების წყალობით, იუვენტუსმა სატურნირო ცხრილში მილანი ჩამოიტოვა და მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა.

თუ იუვენტუსი მომდევნო ტურში ფიორენტინას დაამარცხებს, ხოლო მილანი-რომა-კომოს ტრიოდან ორი გუნდი ქულებს დაკარგავს, ტურინული გრანდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს ოფიციალურად მოიპოვებს, რაც გუნდის შემადგენლობაში მოსალოდნელი ცვლილებების ფონზე ფინანსური და სპორტული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)