TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩის იუვენტუსში დარჩენა ჩემპიონთა ლიგაზეა დამოკიდებული

მატეო მორეტოს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები დროებით შეჩერებულია.

წყაროს ცნობით, თუ იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, ტურინული გრანდი სერბ ფორვარდთან მოლაპარაკებებს განაახლებს.

იუვენტუსი სერბისთვის წინადადების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას არ გეგმავს, ვლაჰოვიჩი ან ტურინული გრანდის პირობებს დათანხმდება, ან გუნდს დატოვებს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)