გუნდში შესაძლო ცვლილებების მიუხედავად, ჯორჯო კიელინის იუვენტუსში დარჩენა გადაწყვეტილია
გასულ დღეებში იუვენტუსის ხელმძღვანელობაში შესაძლო ცვლილებების თაობაზე აქტიურად იწერებოდა, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ჯორჯო კიელინის დარჩენა ტურინული გრანდის რიგებში გადაწყვეტილია.
წყაროს ინფორმაციით, ლეგენდარულ იტალიელს პირადად ჯონ ელკანის მხარდაჭერა აქვს და ის მომავალში გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მოიაზრება.
გამოცემის ინფორმაციით, სეზონის ბოლო მატჩებში შედეგების მიუხედავად, ჯორჯო კიელინი და ლუჩიანო სპალეტი იუვენტუსში დარჩებიან.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
