იუვენტუსმა ბაიერნის მცველის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ზაფხულში დაცვის ფლანგების გაძლიერება იქნება.
გამოცემა La Stampa-ს ინფორმაციით, ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე ბაიერნის მარჯვენა მცველი კონარდ ლაიმერია.
28 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან 2027 წლის ზაფხულში იწურება და დიდია ალბათობა, მან გუნდი დატოვოს. ავსტრიელის აქტივში მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.
წყაროს ცნობით, იუვენტუსმა ფეხბურთელის აგენტთან პირველი შეხვედრა უკვე გამართა.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
