იუვენტუსს დავიდ ალაბა შესთავაზეს
იუვენტუსს რეალის მცველი დავიდ ალაბა შესთავაზეს.
33 წლის ავსტრიელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და მისი გაფორმება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება.
ალაბას ინტერესებს რობერტ ლევანდოვსკის აგენტი იცავს და მხარეებმა ავსტრიელის პოტენციური ტრანსფერი ლევანდოვსკის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებების დროს განიხილეს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ამ მომენტისთვის ალაბას ტრანსფერზე მუშაობას არ აპირებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
