TuttoJuve

Juve per sempre sarà

ატლეტიკოს გონსალესის ტრანსფერში კორდოზოს ჩართვა სურს

იუვენტუსსა და ატლეტიკოს შორის ნიკო გონსალესის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

ესპანელებს არგენტინელის შენარჩუნება უნდათ, მაგრამ მისი გამოსასყიდი თანხის – 32 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებენ და ფეხბურთელის გაფორმების სხვა გზებს ეძებენ.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ატლეტიკო მზად არის, იუვენტუსს გონსალესის სანაცვლოდ 24 წლის ამერიკელი ნახევარმცველი ჯონი კორდოზო შესთავაზოს. ის ატლეტიკოს სეზონის სტარტზე 24 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბეტისიდან შეუერთდა, თუმცა ჩოლო სიმეონეს გუნდში თავი ვერ დაიმკვიდრა და ესპანური გრანდის დატოვებას გეგმავს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)