სპალეტი სილვას დარწმუნებას პირადად ცდილობს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტი ბერნარდო სილვას დარწმუნბას პირადად ცდილობს.
წყაროს ცნობით, იტალიელ სპეციალისტსა და პორტუგალიელ ფეხბურთელს შორის სატელეფონო საუბარი უკვე გაიმართა, რომლის დროსაც სპალეტიმ სილვას იუვენტუსის პროექტში მისი მნიშვნელობა და როლი აუხსნა.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსი სილვას საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია, პარალელურად კი გუნდს პორტუგალიელის გასაფორმებლად ჩემპიონთა ლიგის საგზური სჭირდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
