TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩი სპალეტისთვის იუვენტუსის პროექტის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად რჩება

რომეო აგრესტის ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტის ერთ-ერთი უპირველესი მოთხოვნა დუშან ვლაჰოვიჩის შენარჩუნებაა.

წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი სერბ ფორვარდს გუნდის პროექტის წამყვან ფიგურად მოიაზრებს და მომდევნო სეზონში მისი ტურინული გრანდის რიგებში ხილვა სურს.

აგრესტის თქმით, ვლაჰოვიჩს იუვენტუსში დარჩენა უნდა, თუმცა საკომისიოსა და ბონუსების თაობაზე მხარეებს საერთო ენის გამონახვა ჯერ კიდევ უჭირთ.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)