TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსის ინტერესი რეინდერსის მიმართ სერიოზულია

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი მანჩესტერ სიტის ნახევარმცველის ტიჯანი რეინდერსის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება.

BBC Sport-ის ცნობით, ნიდერლანდელი დიდი ალბათობით გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს და მას მსურველები მრავლად ჰყავს, მათ შორის იტალიაში.

წყაროს ინფორმაციით, რეინდერსის ერთ-ერთი მსურველი იუვენტუსია, რომელმაც ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა.

რეინდერსი სიტის მილანიდან 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და სეზონი შესანიშნავად დაიწყო, თუმცა ბოლო თვეებში ის შეზღუდულ სათამაშო დროს იღებს და გუნდის დატოვება სურს. მისი გაფორმება დაახლოებით 45-50 მილიონად იქნება შესაძლებელი.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)