შლაგერი იუვენტუსის სიაში რჩება
იუვენტუსი ლაიფციგის ნახევარმცველის ქსავიერ შლაგერის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
28 წლის ავსტრიელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და იუვენტუსი ფეხბურთელის წარმომადგენელთან მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე კვირაა აწარმოებს.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ის ამ მომენტისთვის ტურინული გრანდის პრიორიტეტი არ არის, თუმცა შესაძლოა მხარეებმა მოლაპარაკებები მომდევნო კვირებში განაახლონ.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის შლაგერის ტრანსფერზე ყველაზე აქტიურად რომა მუშაობს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
