TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი სილვას გადაწყვეტილების მოლოდინშია

იუვენტუსი ბერნარდო სილვას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და პორტუგალიელი ფეხბურთელის საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ტურინული გრანდი სილვას 3-წლიან კონტრაქტსა და ხელფასის სახით 7 მილიონს სთავაზობს, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.

წყაროს ცნობით, სილვას პრიორიტეტი კარიერის ბარსელონაში გაგრძელებაა, თუმცა თუ ბლაუგრანამ მისი გაფორმება არ ისურვა, ის იუვენტუსის რიგებს შეუერთდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)