TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვე გონსალესის თაობაზე მნიშვნელოვან დათმობაზე წასვლას არ აპირებს

იუვენტუსსა და ატლეტიკოს შორის ნიკო გონსალესის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით მხარეები ვერ თანხმდებიან.

ესპანელებს არგენტინელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის – 32 მილიონი ევროს გადახდა არ სურთ და იმედი აქვთ, იუვენტუსი გონსალესის 20-25 მილიონად გაშვებას დათანხმდება.

SportItalia-ს ცნობით, ტურინული გრანდი თავის მხრივ გონსალესის 30 მილიონზე ნაკლებად გაყიდვას არ აპირებს და თუ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, ლუჩიანო სპალეტი არგენტინელის დაბრუნების წინააღმდეგი არ იქნება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)