TuttoJuve

Juve per sempre sarà

ვლაჰოვიჩთან შეთანხმება დიდწილად აგენტის საკომისიოს გამო ვერ ხერხდება

იუვენტუსის ინსაიდერის რომეო აგრესტის ინფორმაციით, ტურინული გრანდი დუშან ვლაჰოვიჩის კონტრაქტზე მუშაობას აგრძელებს.

წყაროს ცნობით, სერბი ფორვარდის ტურინში დარჩენა პირადად ლუჩიანო სპალეტის მოთხოვნაა, იტალიელი სპეციალისტი სერბს გუნდის პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფიგურად მოიაზრებს.

აგრესტის თქმით, ამ მომენტისთვის მთავარი პრობლემა არა ვლაჰოვიჩის ხელფასი, არამედ მისი აგენტის მიერ მოთხოვნილი მაღალი საკომისიო და ბონუსებია.

წყაროს ინფორმაციით, რომ არა სპალეტი, ვლაჰოვიჩის წასვლა აქამდე გადაწყვეტილი იქნებოდა.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)