TuttoJuve

Juve per sempre sarà

არტური:“ სპალეტის იუვენტუსი შესანიშნავად გამოიყურება, მე გრემიოში დარჩენა მსურს“

იუვენტუსის საკუთრებაში მყოფმა ფეხბურთელმა არტურმა, რომელიც იჯარის წესით გრემიოში თამაშობს, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„იუვენტუსი ? იუვენტუსი ლუჩიანო სპალეტის მისვლის შემდეგ ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს, მათ კარგი პერიოდი აქვთ და დარწმუნბული ვარ, ისინი მეორე ადგილისთვის ბოლომდე იბრძოლებენ, მაგრამ ეს მარტივი არ იქნება.

„ჩემი მომავალი ? უკვე არაერთხელ ვთქვი, რომ მე გრემიოში ძალიან ბედნიერი ვარ და აქ დარჩენა მსურს. მინდა იქ თამაში, სადაც მაფასებენ და სადაც ჩემი შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობა მაქვს.“

იუვენტუსს იმედი აქვს, გრემიო სეზონის ბოლოს არტურს 10 მილიონად გამოისყიდის.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)