იუვე მზად არის, კონსეისაუს თაობაზე მიღებული წინადადებები განიხილოს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი სეზონის ბოლოს შიკო კონსეისაუს გაყიდვას არ გამორიცხავს.
წყაროს ცნობით, პორტუგალიელი სპალეტისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა შესაბამისი წინადადების შემთხვევაში მისი გაყიდვა გამორიცხული არ იქნება.
კონსეისაუს მიმართ ინტერესს მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპული იჩენენ. ტურინული გრანდი პორტუგალიელის სანაცვლოდ მინიმუმ 50 მილიონს ითხოვს, მისი გაყიდვის შემთხვევაში კი გუნდი მეისონ გრინვუდის გაფორმებას ეცდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
