დი ნატალე:“ რომ შემეძლოს, სეზონის დარჩენილ მატჩებს იუვენტუსში გავატარებდი“
ლეგენდარულმა ტოტო დი ნატალემ Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში იუვენტუსზეც ისაუბრა.
„რომელ გუნდში გავატარებდი სეზონის დარჩენილ 4 ტურს ? რომ შემეძლოს, მე იუვენტუსს შევუერთდებოდი და ჩემ მეგობარ სპალეტის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში დავეხმარებოდი, ლუჩიანოს ფორვარდი აკლია.
„მიეცით სპალეტის ალისონი, სილვა და ფორვარდი, რომელსაც სხვაობის შექმნა შეუძლია და ნახავთ, რომ ის სკუდეტოსთვის იბრძოლებს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
