არა მხოლოდ ლუისი, იუვენტუსს ზაფხულში არტურიც დაუბრუნდება…
იუვენტუსს სეზონის ბოლოს იჯარით გაშვებული რამდენიმე ფეხბურთელი დაუბრუნდება და ერთ-ერთი მათგანი არტური გახლავთ.
29 წლის ნახევარმცველი იჯარის წესით გრემიოში ასპარეზობს, ბრაზილიელები მისი შენარჩუნების წინააღმდეგები არ არიან, თუმცა მოთხოვნილი 10 მილიონის გადახდას არ აპირებენ.
არტური სეზონის ბოლოს ტურინში დაბრუნდება და ახალი გუნდის ძებნა მოუწევს, რადგან ის ბიანკონერის გეგმებში არ შედის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
