TuttoJuve

Juve per sempre sarà

კონსეისაუს უარი ინგლისელებს, პორტუგალიელს იუვენტუსში დარჩენა სურს

იუვენტუსის გარემარბი შიკო კონსეისაუ სეზონის ბოლოს ტურინული გრანდის დატოვებას არ აპირებს.

პორტუგალიელი ფეხბურთელი გასულ დღეებში არაერთ ევროპულ გრანდს, მათ შორის ლივერპულსა და მანჩესტერ იუნაიტედს დაუკავშირეს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, კონსეისაუ დაინტერესებულ გუნდებთან მოლაპარაკებების დაწყებას არ აპირებს, რადგან მისი პრიორიტეტი იუვენტუსში დარჩენაა, სადაც კონსეისაუ გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მოიაზრება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)