TuttoJuve

Juve per sempre sarà

ნაპოლი მირეტის ტრანსფერზე მუშაობას განაახლებს

ფაბიო მირეტი დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს იუვენტუსის რიგებს დატოვებს.

22 წლის იტალიელი ფეხბურთელი ტურინული გრანდის გეგმებში არ შედის და ბიანკონერი მზად არის, ფაბიოს საბოლოოდ დაემშვიდობოს.

SportMediaset-ის ცნობით, მირეტის მიმართ ინტერესს ნაპოლი იჩენს. პარტენოპეი ფეხბურთელის გაფორმებას იანვარშიც ცდილობდა და ზაფხულში იუვენტუსთან მოლაპარაკებების განახლებას გეგმავს.

იუვენტუსს გუნდის აკადემიის აღზრდილის გაყიდვა დაახლოებით 20 მილიონ ევროდ სურს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)