კიმისთვის ინტერი და იუვენტუსი იბრძოლებენ
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ზაფხულში კიმ მინ-ჯეს გასაფორმებლად ინტერი და იუვენტუსი იბრძოლებენ.
კორეელი მცველი ბაიერნში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა და დიდი ალბათობით გერმანულ გრანდს სეზონის ბოლოს დატოვებს.
დი მარციოს ცნობით, მისი გაფორმება დაახლოებით 35 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი. იუვე კიმს ფედერიკო გატის შემცვლელად მოიაზრებს, ხოლო ინტერს მისი გაფორმება გუნდიდან ალესანდრო ბასტონის წასვლის შემთხვევაში სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
