იუვენტუსი ფრატეზის მიმართ ინტერესს არ კარგავს
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ინტერის ნახევარმცველის დავიდე ფრატეზის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს.
იტალიელი ნახევარმცველი ნერაძურის რიგებში სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.
იუვენტუსი დავიდეს გაფორმებას იანვარშიც ცდილობდა, მისი ტურინში ხილვა პირადად ლუჩიანო სპალეტის სურს და ბიანკონერი მზად არის, სეზონის ბოლოს მოლაპარაკებები განაახლოს.
იუვენტუსს ფრატეზის გაფორმება დაახლოებით 25-30 მილიონი ევრო დაუჯდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
