იუვენტუსმა სილვას აგენტთან კიდევ ერთი შეხვედრა გამართა
იტალიელი ჟურნალისტის დარიო პელეგრინის ცნობით, იუვენტუსსა და ბერნარდო სილვას აგენტს შორის მოლაპარაკებები გრძელდება.
წყაროს ცნობით, სილვას მიმართ ინტერესს არაერთი ევროპული, არაბული და ამერიკული გუნდი იჩენს, მაგრამ ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად სწორედ იუვენტუსი აქტიურობს.
სილვა წლიურად გასამრჯელოს სახით 10 მილიონს ითხოვს, რისი გადახდაც იუვენტუსს გაუჭირდება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ის ზაფხულში თავისუფალი აგენტი იქნება, ტურინელები შესაძლოა მის მოთხოვნას დათანხმდნენ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
