ატალანტა ედერსონის სანაცვლოდ 45 მილიონს ითხოვს
ატალანტას ფეხბურთელი ედერსონი იუვენტუსის ერთ-ერთ სატრანსფერო სამიზნედ რჩება.
Calciomercato-ს ინფორმაციით, ტურინული გრანდის რიგებში ბრაზილიელი ფეხბურთელის ხილვა პირადად ლუჩიანო სპალეტის სურს.
წყაროს ცნობით, ლა დეა ედერსონის იუვენტუსში გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა პრობლემა მათ მიერ მოთხოვნილი 45 მილიონია.
ბრაზილიელის მიმდინარე კონტრაქტი ბერგამოელებთან 2027 წლის ზაფხულში იწურება და იუვენტუსს იმედი აქვს, ატალანტა მის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის შემცირებას დათანხმდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
