იუვენტუსს ბენფიკას მცველი შესთავაზეს
იუვენტუსსა და ცნობილ საფეხბურთო აგენტს ჟორჟე მენდეშს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და მხარეები არაერთი ფეხბურთელის სახელს განიხილავენ.
დარიო პელეგრინის ინფორმაციით, მენდეშმა იცის, რომ იუვენტუსი მცველის ძიებაშია და ბერნარდო სილვას თაობაზე მოლაპარაკებების დროს ტურინელებს ბენფიკას ტალანტი ანტონიო სილვა შესთავაზა.
22 წლის პორტუგალიელი კიდევ ერთ შესანიშნავ სეზონს ატარებს და დიდი ალბათობით ის გუნდს ზაფხულში დატოვებს. იუვენტუსს პორტუგალიელის გაფორმება დაახლოებით 30-35 მილიონად შეეძლება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
