ბრემერის წასვლის შემთხვევაში, იუვენტუსის პრიორიტეტი კიმ მინ-ჯე იქნება
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი გუნდიდან გლეისონ ბრემერის წასვლისთვის ემზადება.
ზაფხულში ფეხბურთელის გამოსყიდვა ნებისმიერ გუნდს 55 მილიონად შეეძლება და მის მიმართ ინგლისში არსებული ინტერესის ფონზე, ბრაზილიელის იუვენტუსიდან წასვლის შანსი ძალიან დიდია.
წყაროს ცნობით, თუ ბრემერმა გუნდი დატოვა, იუვენტუსი ბაიერნიდან კიმ მინ-ჯეს გაფორმებას ეცდება. მისი ტურინში ხილვა პირადად ლუჩიანო სპალეტის სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
