ბოლონია იუვენტუსს ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს
Calciomercato-ს ინფორმაციით, ბოლონია იუვენტუსის კარის დარაჯის მიკელე დი გრეგორიოს ტრანსფერით ინტერესდება.
წყაროს ცნობით, ბოლონია მზად არის, იუვენტუსს იტალიელი კარის დარაჯის სანაცვლოდ ემილ ჰოლმი შესთავაზოს.
გამოცემის ინფორმაციით, ყველაფერი პირადად ლუჩიანო სპალეტის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ამ მომენტისთვის ჰოლმი გუნდის გეგმებში არ შედის, ამიტომ აღნიშნული ბარტერი ნაკლებად მოსალოდნელია.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
