იუვენტუსი კესის გადაწყვეტილების მოლოდინშია
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსი ფრანკ კესის საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია.
ტურინული გრანდი კოტ-დიუვარელი ფეხბურთელის უფასოდ გაფორმებას ცდილობს და სერია ა-ში დაბრუნების წინააღმდეგი არც თავად 29 წლის ნახევარმცველია, თუმცა ამისთვის მას ხელფასის 11 მილიონიდან 4-5 მილიონამდე შემცირება მოუწევს.
დი ნატალეს თქმით, ბოლო პერიოდში იუვენტუსი ქსავიერ შლაგერის ტრანსფერზე აღარ მუშაობს და სავარაუდოდ მასთან მოლაპარაკებები აღარ იგეგმება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
