ჰოლმი ზაფხულში ბოლონიაში დაბრუნდება
ემილ ჰოლმი სეზონის ბოლოს ბოლონიას რიგებს დაუბრუნდება.
შვედი ფეხბურთელი ტურინულ გრანდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა, მისი შემდგომში 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით.
Tuttosport-ის ცნობით, შვედმა ფეხბურთელმა ლუჩიანო სპალეტის ნდობა ვერ დაიმსახურა, ტრავმამ მისი სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა, ამიტომ იუვენტუსი ჰოლმის გამოსყიდვას არ აპირებს და ის ზაფხულში ბოლონიაში დაბრუნდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
