TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს ტოდიბოს ტრანსფერში ვესტ ჰემი კონკურენციას უწევს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ვესტ ჰემის სახით იუვენტუსს ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერში სერიოზული კონკურენტი გამუჩნდა.

რომეო აგრესტის ცნობით, გუნდები ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმდნენ, ინგლისელები ფრანგს 1-წლიანი იჯარით გაიფორმებენ, მისი შემდგომში 36 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით.

პრობლემა თავად ფეხბურთელის პოზიციაა, მას კარიერის იუვენტუსში გაგრძელება უნდა და ჯერჯერობით ინგლისური წინადადების მიღებას არ აპირებს.