კიეზა-რასპადორის ბარტერი სულ უფრო რეალური ხდება
ალფრედო პედულას ინფორმაციით, ფედერიკო კიეზასა და ჯაკომო რასპადორის ბარტერი იუვენტუსსა და ნაპოლის შორის რეალური ხდება.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელების გაცვლით ორივე მწვრთნელი კმაყოფილი დარჩება, ფულის დახარჯვა კი არც ერთ გუნდს არ მოუწევს, რადგან ორივე ფეხბურთელი დაახლოებით 20-25 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
პედულას თქმით, ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტი არა ფლანგების გაძლიერება, არამედ ტეუნ კოპმეინერსისა და ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერების დახურვაა, ამიტომ კეიზას საკითხი მოგვიანებით გადაწყდება.