TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი და ნიცა შეთანხმებასთან ახლოს არიან

ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი და ნიცა ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან.

წყაროს ცნობით, ფრანგებმა 24 წლის მცველის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა 30 მილიონამდე შეამცირეს, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება და ტურინულ გრანდს ამ თანხის გადახდა არ უნდა გაუჭირდეს.

მხარეები მოლაპარაკებებს ტრანსფერის ფორმულასთან დაკავშრებით აგრძელებენ. იუვენტუსს მისი იჯარით გაფორმება სურს, მისი შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებით.