იუვენტუსი პალესტრას მიმართ ინტერესს არ კარგავს
იუვენტუსი ატალანტას ტალანტის მარკო პალესტრას მიმართ ინტერესს არ კარგავს და მის გაფორმებას კიდევ ერთხელ ზაფხულში ეცდება.
ტურინული გრანდი 20 წლის იტალიელ მარჯვენა მცველს უკვე დიდი ხანია აკვირდება და მის ტრანსფერზე იანვარშიც მუშაობდა, თუმცა მაშინ კალიარიმ ფეხბურთელის იჯარის ნაადრევად გაწყვეტაზე უარი თქვა.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსს კონკურენციას ნაპოლი, ინტერი და რამდენიმე ინგლისური გუნდი გაუწევს. ლა დეა მის სანაცვლოდ 35-40 მილიონს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
