ილდისის თამაში გალათასარაისთან საეჭვოა
კენან ილდისმა შესაძლოა გალათასარაისთან მატჩში იუვენტუსის დახმარება ვერ შეძლოს.
თურქმა ფეხბურთელმა წვივის მცირე ტრავმა კომოსთან შეხვედრაში მიიღო, რის გამოც ის ინდივიდუალურად ვარჯიშობს და ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა გალათასარაის წინააღმდეგ თამაშს.
შეგახსენებთ, იუვენტუსი გალათასარაის 25 თებერვალს, 23:55 საათზე უმასპინძლებს და 3-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას ეცდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
