TuttoJuve

Juve per sempre sarà

კომოლის მომავალი იუვენტუსში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას…

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის რიგებში დამიენ კომოლის დარჩენა გადაწყვეტილი არ არის.

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, თუ გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ვერ შეძლო, იუვენტუსის მფლობელები კომოლის გაშვებას სერიოზულად განიხილავენ.

წყაროს ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაშვებული შეცდომებისა და იგორ ტუდორის შენარჩუნების ფონზე, კომოლის პოზიცია გუნდში უკვე შერყეულია და თუ იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, რაც სერიოზული ფინანსური დარტყმა იქნება, კომოლის გაშვების ალბათობა საგრძნობლად გაიზრება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !