TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩი, კოსტიჩი და შესნი იუვენტუსის განაკრგულებაში ბრუნდებიან

დუშან ვლაჰოვიჩი, ფილიპ კოსტიჩი და ვოიცეხ შესნი ხვალ ტურინში ჩაფრინდებიან, პარასკევიდან კი გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებენ.

Il Bianconero-ს ინფორმაციით, შესნი და კოსტიჩი, რომლებიც ტიაგო მოტას გეგმებში არ შედიან, დიდი ალბათობით გუნდთან ერთად გერმანიაში არ გაემგზავრებიან და ტურინში დარჩებიან.

კრისტიანო ჯუნტოლი ფეხბურთელებისთვის, რომლებიც მოტას პროექტის მიღმა დარჩნენ, ახალი გუნდების ძიებას აგრძელებს და მათი ტურინიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია.