პსჟ, ინგლისელები და თურქები: ტურამს მსურველების რიგი უდგას
ხეფრენ ტურამის იუვენტუსიდან წასვლის შანსი სულ უფრო იზრდება.
ტურინულ გრანდს ტრანსფერების განსახორციელებლად გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვა მოუწევს და დიდი ალბათობით ეს სწორედ ტურამი იქნება.
Tuttomercato-ს ცნობით, ფრანგის მიმართ ინტერესს პსჟ, ასევე ინგლისური და თურქული გუნდები იჩენენ. იუვენტუსი ხეფრენის სანაცვლოდ 40-45 მილიონ ევროს ითხოვს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
