იუვე მაისურის მთავარი სპონსორის ძიებას აგრძელებს
იუვენტუსი Jeep-ის შემცვლელის ძიებას აგრძელებს და იტალიური წყაროების ცნობით, ტურინული გრანდი მოლაპარაკებებს რამდენიემ ამერიკულ კომპანიასთან აწარმოებს.
Il Bianconero-ს ცნობით, იუვენტუსმა არაბული კომპანიებსგან რამდენიმე წინადადება მიიღო, თუმცა ტურინული გრანდი ახალი სპონსორისგან წლიურად 40-45 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდაზეც არაბებმა უარი თქვეს და მოლაპარაკებები ჩაიშალა.
იუვენტუსი ახალ მაისურს ოფიციალურად ხვალ წარადგენს, თუმცა ამ მომენტისთვის ამას მაისურის მთავარი სპონსორის ლოგოს გარეშე გააკეთებს.