ოფიციალურად: ილდისმა იუვენტუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
იუვენტუსმა კენან ილდისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება უკვე ოფიციალურად დაადასტურა.
თურქი ტალანტი ტურინული გრანდის ღირსებას 2030 წლის ზაფხულამდე დაიცავს. მისი გასამრჯელო 1.7 მილიონიდან 6 მილიონ ევრომდე გაიზრდება, რასაც შემდგომში გარკვეული ბონუსები დაემატება, ხოლო მომდევნო სეზონიდან მისი გარანტირებული ხელფასი 7 მილიონამდე გაიზრდება.
ამის გარდა, ილდისი და მისი აგენტი ახალი კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ ერთჯერადი ბონუსის სახით 6 მილიონ ევროს მიიღებენ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
