ილდისი ახალ კონტრაქტს მომდევნო 10 დღეში გააფორმებს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და კენან ილდისს შორის ახალ კონტრაქტზე ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია.
წყაროს ცნობით, თურქი ფეხბურთელი გუნდთან ხელშეკრულებას მომდევნო 10 დღეში გააფორმებს.
ახალი კონტრაქტის მიხედვით, ილდისი იუვენტუსში 2030 წლის ზაფხულამდე დარჩება, კონტრაქტის კიდევ 1 წლით გაგრძელების პერსპექტივით. მისი წლიური გასამრჯელო 6 მილიონამდე გაიზრდება, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება, ამის გარდა კი ილდისი და მისი აგენტი ერთჯერად ფულად ბონუსს მიიღებენ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
