კომოლი:“ ილდისთან კონტრაქტის გახანგრძლივება ჩვენი პროექტის ამბიციის დასტურია“
კენან ილდისის ახალი კონტრაქტის გაოფიციალურების შემდეგ (დეტალები იხილეთ აქ), კომენტარი დამიენ კომოლიმ გააკეთა.
„საღამო მშვიდობისა. დღეს იტალიურად ჟურნალისტების წინაშე პირველად ვსაუბრობ, მაგრამ დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, რომ თქვენს ენაზე გესაუბროთ.
„ჩვენ ბედნიერები ვართ დავადასტუროთ, რომ ილდისმა გუნდთან კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა, ეს სიახლე ყველასთვის, გუნდის მფლობელებისთვის, სპალეტისთვის და ქომაგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა.
„ილდისი ნამდვილი ჩემპიონი, ნამდვილი ვარსკვლავია, რასაც მისი გვარიც ადასტურებს. ის არა მხოლოდ გამორჩეული ტალანტია, ასევე კენანს აქვს თვისებები, რომლებიც ნამდვილ ლიდერს სჭირდება. ახალგაზრდა კაცი, რომელიც სწორად, ოჯახური ღირებულებების პატივისცემით არის გაზრდილი, მისი იუვენტუსში დარჩენა გუნდის პროექტის ამბიციურობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
„მადლობა კენან, რომ ჩვენთან დარჩენა გადაწყვიტე. ჩვენი მიზანი იუვენტუსის იმ სიმაღლეზე დაბრუნებაა, სად ყოფნასაც გუნდი თავისი ისტორიითა და ტრადიციებით იმსახურებს, ამ ყველაფერში კი ილდისი უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
