კიელინი:“ ბოგა და ჰოლმი გაგვაძლიერებენ, იკარდი ?…“
იუვენტუსის დირექტორმა ჯორჯო კიელინიმ პარმასთან მატჩის წინ ისაუბრა.
„ბოგა ? ჩვენ ისეთი ფეხბურთელის პოვნას ვცდილობდით, რომელიც ილდისს დასვენების შესაძლებლობას მისცემს. ბოგა ძალიან კარგი, ხარისხიანი ფეხბურთელია, მან სერია ა კარგად იცის და მოედანზე სხვაობის შექმნა შეუძლია. მას ფორმის დასაბრუნებლად რამდენიმე კვირა დასჭირდება, მაგრამ ჯერემი აუცილებლად დაგვეხმარება.
„ჰოლმი ? ის ძალიან სანდო და მაღალი დონის ფეხბურთელია. სამწუხაროა, რომ ჟოაუ მარიომ იუვენტუსში თავი საუკეთესოდ ვერ წარმოაჩინა. ჩვენ ამ ტრანსფერის განხორციელების შესაძლებლობა მოგვეცა და ის გამოვიყენეთ.
„იკარდი ? იკარდის იდეა მედიაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც სპალეტიმ პრეს-კონფერენციაზე მასსა და ოსიმენის შესახებ ისაუბრა. ამ ტრანსფერის განხორციელება რთულად წარმოსადგენია, ჩვენ ვლაჰოვიჩს ველოდებით, მისი ტრავმა სერიოზული იყო და დუშანს დასაბრუნებლად გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება.
„კოლო მუანი ? ის ტოტენჰემის ფეხბურთელია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
