TuttoJuve

Juve per sempre sarà

კესი იუვენტუსის წინადადებას სერიოზულად განიხილავს

ფრანკ კესის იუვენტუსში ტრანსფერის შანსი სულ უფრო იზრდება.

კოტ-დივარელი ფეხბურთელის მიმიდნარე კონტრაქტი ალ-აჰლისთან სეზონის ბოლოს იწურება და არაბებმა მას ახალი, 2-წლიანი ხელშეკრულება უკვე შესთავაზეს, რომლის მიხედვითაც მისი გასამრჯელო სეზონში 14 მილიონი ევრო იქნება.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, კესის პრიორიტეტი ევროპაში დაბრუნებაა და ის იუვენტუსის წინადადების მიღებას სერიოზულად განიხილავს. ტურინული გრანდი 29 წლის ნახევარმცველს 3-წლიან კონტრაქტსა და გასამრჯელოს სახით სეზონში 5 მილიონს სთავაზობს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !